26 აგვისტო 2019,   14:38
ვრცლად
სოციალური ქსელიდან სასამართლოში - სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კობახიძეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის უჩივის

სოციალური ქსელიდან სასამართლო დარბაზში - სამოქალაქო აქტივისტი პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის უჩივის. მიზეზი მარიამ დოლიძის კრიტიკული კომენტარები გახდა, რომელიც მან ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. კომენტარები პარლამენტის თავმჯდომარის გვერდის ადმინისტრატორისთვის მიუღებელი აღმოჩნდა .

სამოქალაქო აქტივისტი თვლის, რომ  კრიტიკული კომენტარების გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა. ამის გამო, მარიამ დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის სასამართლოში უჩივის.
მარიამ დოლიძის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმაადგენლები დაიცავენ. იურისტები, რომელბმაც სარჩელი უკვე შეიტანეს განმარტავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური გვერდი მისი პირადი სივრცე არ არის, ის საჯარო დისკუსიის ადგილია, ამიტომ ყველა საჯარო მოხელემ ნებისმიერი მოქალაქის აზრს პატივი უნდა სცეს.

ფეისბუქ კომენტარებს, რის გამოც მოქალაქე პარლამენტის თავმჯდომარეს უჩივის, თანაგუნდელები არ იცნობენ. მათი ინფორმაციით, დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს თავად არ მართავს.
სამოქალქო აქტივისტი სასამართლოსგან პრეცედენტის შექმნას და ამით გამოხატვის თავისუფლების დაცვას ითხოვს.

დღის ამბები