26 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6644 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6650 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 3.0449 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0546 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0097 ლარი შეადგინა.

დღის ამბები