05 მაისი 2024,   17:34
ვრცლად
მოსამართლეობა არასოდეს მდომებია - ბრალდებას, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ გამწესება სურდა ბესელია პასუხობს

ეკა ბესელიას და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების დაპირისპირების ახალი დეტალები - „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილი “კურიერთან“ პირად საუბარში ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესება თავად სურდა.

როგორც „კურიერს“ უყვებიან, ბესელია ამ თემაზე გუნდის შიგნით მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა.

მმართველი გუნდის წევრები ამ თემაზე, კამერებთან არ საუბრობენ. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

თავად ბესელია კი ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ცრუ ინფორმაციით, კონკრეტული პირები ძალიან სერიოზული თემის, მოსამართლეთა სიის საკითხის გადაფარვას ცდილობენ.

„სულ ვიყავი ადვოკატი, ჩემი პროფესია ძალიან მომწონდა, ახლაც მიყვარს. ერთადერთი ეს პროფესია დავთმე 2006 წელს, მაშინ როცა პოლიტიკაში წავედი, იმიტომ რომ არ იყო ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო.

არასოდეს მდომებია მოსამართლეობა, ამიტომ შევეშვათ ასეთ არასერიოზული თემებით, ასეთ სერიოზულ პროცესში მანიპულირებას.  არ მაინტერესებს ასეთი სისულელეები არ მაინტერესებს ასეთ სისულელეებზე დროის ხარჯვა,"-ამბობს ეკა ბესელია.

დღის ამბები