06 მაისი 2024,   02:11
ვრცლად
"ეს განცხადებები მათ ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს" - ჩუგოშვილი მეთოფიშვილს მიმართავს 

იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარესა და იუსტიციის საბჭოს მოსამართლეებს შორის მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მოუწოდებს თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან.

განცხადებას, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ეკა ბესელიას მისამართით გააკეთა და მას დიქტატორი უწოდა, დამაზიანებლად მიიჩნევს თამარ ჩუგოშვილი.

„ბატონი მეთოფიშვილი სამწუხაროდ დიდი ხანია გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს და იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებშიც შეიძლება მოსამართლე აფიქსირებდეს თავის პოზიციას.

მე, უბრალოდ, რჩევის სახით იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს მინდა ვუთხრა, რომ ეს განცხადებები მათ ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს, ძალიან ცუდად წარმოაჩენს მათ სახეს და დაფიქრდნენ კარგად ეს განცხადებები მათ ეხმარება თუ პირიქით, ძალიან ხელს უშლით,“-ამბობს ჩუგოშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები