26 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
კორუფციული სკანდალი - დაკავებულია ექსპრემიერ კვირიკაშვილის ახლო ნათესავი 

დაკავებულია ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ახლო ნათესავი. გურიის გარემოს დაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი კორუფციული სკანდალიდან ერთი წლის შემდეგ დააპატიმრეს.

რამდენიმე თვეა გურამ ასათიანის ყოფილი თანამშრომლები გისოსებს მიღმა იმყოფებიან, თუმცა გამოძიებამ მას ბრალი მხოლოდ დღეს წარუდგინა.

21:00 საათზე ”კურიერში” - ასათიანის გავლენიანი მფარველი ყოფილი პრემიერი. იყო თუ არა გიორგი კვირიკაშვილთან ნათესაური კავშირი გადამწყვეტი, რის გამოც გამოძიებამ ასათიანის დანაშაულზე თვალი დახუჭა და რატომ დაინტერესდა სუს-ი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნის მონაწილეობაზე დანაშაულებრივ სქემაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები