26 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
ჟურნალისტები იმ კორპუსში შევიდნენ, რომლის გვერდითაც აფეთქება მოხდა

„კურიერის“ გადამღები ჯგუფი იმ კორპუსში შევიდა, რომლის გვერდითაც ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა. თუმცა პოლიციელებმა მათ უშუალოდ იმ სადარბაზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სადაც აფეთქება მოხდა. 

კორპუსში მოსახლეობასაც შეეძლება შესვლა. სამართალდამცველებმა მათ მისცეს შენობაში შესვლის უფლება.

დაზიანებულია შენობა. კორპუსში ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. 

ფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები