26 აპრილი 2024,   22:46
ვრცლად
კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" თანამშრომლები დიღმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

ამ წუთებში, დიღმის პოლიციის განყოფილებაში „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენლები პოლიციაში დაახლოებით ერთი საათის წინ შეიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციის თანამშრომლების გარდა, გამოკითხვაზე იმყოფებიან უშუალოდ ის პირები, რომლებიც დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში შემოწმებაზე იმყოფებოდნენ.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.  

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განცხადება  გაავრცელა კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისმა". კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.

 

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი, 4 წლის ბიჭი. შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადების თანახმად, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის პირმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

დღის ამბები