05 მაისი 2024,   09:54
ვრცლად
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის წესი - ეკა ბესელია არასამთავრობოებს შეხვდება 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის წესი - შერჩევის კრიტერიუმებზე სასაუბროდ დღეს დეპუტატი ეკა ბესელია შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავს.

მესამე სექტორი სასამართლოში კლანური მმართველობის დასრულებასა და სამუშაო ჯგუფში მათი წარმომადგენლების რიცხვის გაზრდას ითხოვს. როგორც ცნობილია,სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო სექტორს ერთი წევრის ყოლის უფლება აქვს.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ კლანის წევრებმა დატოვონ სასამართლო სისტემა. სხვა შემთხვევაში, პირველ და მეორე ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კრიტერიუმები გაწერილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისეთმა მოსამართლემ, როგორიც არის მურუსიძე, 95 ქულა მიიღო კეთილსინდისიერების მაჩვენებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კანონის მიღება არ არის საკმარისი,“-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური.  

ამავე თემაზე
დღის ამბები