27 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - მეექვსე სართულზე გარე ფასადის დემონტაჟი მიმდინარეობს

აფეთქება დიდ დიღომში - მეექვსე სართულზე გარე ფასადის დემონტაჟი მიმდინარეობს. ამის შემდეგ კი დაიწყება უკვე გაწმენდითი სამუშაოები.

კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მეექვსე სართული მთლიანად დანგრეულია.

ამ დროისთვის დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩის 8 ნომერი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. კორპუსში სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტებიც და კორპუსის მდგომარეობას სწავლობენ.

ტრაგედიის ადგილას დილიდან იმყოფებიან ადგილობრივებიც, დანგრეული კორპუსის რამდენიმე მცხოვრებმა მოახერხა ბინაში შესვლა და საკუთარი ნივთების გამოტანა. ცოტა ხნის წინ ავთანდილის 8 ნომერში მივიდა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელიც.

დღის ამბები