02 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
ტრაგედია დიდ დიღომში - პრემიერის ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის საქმის გამოძიების ფარგლებში ორი პირია დაკავებული - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მას ორი პირი დაკავების შესახებ ინფორმაცია ბრიფინგის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მიაწოდეს. მამუკა ბახტაძე დეტალებს არ აკონკრეტებს. უცნობია, არიან თუ არა დაკავებული პირები“ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები.

„გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, რამდენიმე წუთის უკან მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება და გარწმუნებთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც იქნება გამოვლენილი ამ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა. 

ორი პირის დაკავებას ადასტურებს შს სამინისტრო. ამ წუთებში დაკავებულები გამოკითხვაზე გადაჰყავთ. 

დღის ამბები