26 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
დაგვიანებული და ჩაშლილი ტენდერი - ახმეტაში ორი კვირაა უმწეო მოხუცები შიმშილობენ 

დაგვიანებით გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა - უმწეოები ორი კვირაა უკვე საკვების გარეშე არიან დარჩენილები.

ახმეტის რაიონში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა არც ის იციან, როდის შეძლებენ სახელმწიფოსგან ელემენტარული დახმარების - უფასო სადილის მიღებას.

შიმშილის ზღვარზე მყოფი 300-მდე ბენეფიციარისთვის არავის აუხსნია რატომ არის დაკეტილი და როდის შეძლებენ ახმეტის სოციალური სახლით სარგებლობას.

ჩაშლილი ტენდერის გამო ადგილობრივი მთავრობა და კომპანიები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ.

სოციალური სახლის ადმინისტრაციაში მომხდარზე პასუხიმგებლობას ტენდერში მონაწილე კომპანიებს აკისრებენ.

მათი მტკიცებით, ტენდერის ჩაშლის მიზეზი ხარვეზებით წარდგენილი დოკუმენტაცია გახდა. ერთადერთი კომპანია რომლმაც დოკუმენტები ხარვეზის გარეშე წარადგინა პურის კომპანია აღმოჩნდა. ჩაშლილ ტენდერებთან დაკავშირებით ოპოზიცია პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ახმეტის სოციალური სახლი 2005 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ფუნქციონირებს. ბიუჯეტიდან 260 ათასი ლარია გამოყოფილი.

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები