26 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
"ყაზტრანსგაზის" 2 თანამშრომელს სამართალდამცველები ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ყაზტრანსგაზის 2 თანამშრომელს სამართალდამცველები ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

ბრიგადა, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დიდ დიღომში მდებარე კორპუსში იმყოფებოდა, პოლიციამ გუშინ დააკავა.

გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე და 220-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ყაზტრანსგაზის თანაშრომლები კორპუსის მცხოვრებლებმა 16 დეკემბერს, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, თუმცა, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ გაყვანილობა წესრიგშია და გაზის სუნი საღებავის სუნში ეშლებოდათ. რამდენიმე საათში კი ავთანდილის 8 ნომერში ტრაგედია დატრიალდა.

გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. 8 ადამიანი კი დაშავდა.   

დღის ამბები