27 აპრილი 2024,   01:37
ვრცლად
ამ მანიფესტით დადასტურდა, რომ ეს არის დევნა ჩვენს მიმართ - დიმიტრი გვრიტიშვილი

ფარსი და დევნა ჩვენს მიმართ - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორების განცხადებებიდან ცალსახად გამოჩნდა, რომ მათი მიზანი არ არის ფართო დისკუსიის საფუძველზე მოხდეს იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეები უნდა შეირჩეს. გვირიტიშვილი პიროვნულ დევნაზე საუბრობს.

„ფარსია იმაზე საუბარი,რომ თურმე, ფართო ჩართულობით მოხდეს მსჯელობა კრიტერიუმების განსაზღვრაზე, რომელის მიხედვითაც შეირჩევიან და პარლამენტს წარედგინებიან კანდიდატები, უზენაესი სასამართლოსთვის.

ეს არის ფარსი, იმიტომ რომ დღეს საბოლოოდ დადასტურდა ამ მანიფესტით, რომ ეს არის დევნა ჩვენს მიმართ, როგორც კაპიტანმა გიგაურმა დაადასტურა თავსი ერთ-ერთ ინტერვიუში, საუბარია 20 ადამიანზე,რომელიც მისი თქმით, თუ მოშორდება სისტემას, სისტემა გაჯანსაღდება,“-აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და ადვოკატები.

მათ დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი სპეციალურ მანიფესტს, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ათკაციან სიას მხარი დაუჭირა.

ამავე თემაზე
დღის ამბები