"კურიერის" დასრულებისთანავე "რუსთავი 2-ზე" „მხოლოდ ქართულის“ ფინალი დაიწყება. დღევანდელი კონცერტი ლევან ჩხაიძის ხსოვნას მიეძღვნება.
დღეს გაირკვევა, ვინ გახდება მეგაშოუს გამარჯვებული. მსმენელის წინაშე 4 ფინალისტი წარდგება. ისინი ორ-ორ სიმღერას შეასრულებს.
მაყურებელს დღეს განსაკუთრებით აქტიურობა მოუწევს, დღეს ამ სეზონზე მათ ექნებათ ბოლო შანსი, ხმა მისცენ საკუთარ ფავორიტს.