26 აპრილი 2024,   23:13
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებს

წითელას ეპიდაფეთქებასა და გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გრძელდება.

უკვე აცრილია 4 ათას 300-ზე მეტი მოქალაქე. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება.

უახლოეს დღეებში ქვეყანაში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგიც შემოვა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები