27 აპრილი 2024,   01:07
ვრცლად
"მოკლეს, წყალში გადააგდეს" - ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახი

ლიბიაში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი ეჭვობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია და საქართველოს ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბოლოს ქართველმა მეზღვაურმა დედას 6 იანვარს მისწერა და უთხრა, რომ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტას აპირებდა და სამშობლოში ბრუნდებოდა.

თურქული გემის 23 წლის ქართველი მეზღვაური 2 კვირიანი გაუჩინარების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ლიბიაში დაკარგული ახალგაზრდა აგვისტოს ომის გმირის, ზაზა რაზმაძის შვილია.

"მეტი ეჭვი მაქვს, რომ კონფლიქტიდან გამომდინარეა ეს ყველაფერი. მოკლეს. კამერას დაფიქსირებული არ აქვს და წყალში გადააგდეს,"- განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრმა. 

დღის ამბები