27 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
ომის ვეტერანს სამმა ნიღბიანმა პირი წებოვანი ლენტით შეუკრა და სასტიკად სცემა - წაღებულია 750 ლარი

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სამმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა სასტიკად სცემა. 92 წლის მოხუცს ფეხები ტყავის ქამრით შეუკრეს, ხელები დაუბეს და პირი წებოვანი ლენტით აუკრეს. ომის მონაწილე სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.

თავდამსხმელებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის სახლიდან 750 ლარი, 5 ბოთლი სომხური კონიაკი, ანტიკვარული ნივთები, მაგიდის ძვირადღირებული საათი და ბროლის ლარნაკები წაიღეს. 

პოლიციის სტაჟიანმა პოლკოვნიკმა, სერგო მირზოიანმა, წებოვანი ლენტის ტყვეობას თავდამსხმელების წასვლის შემდეგ თავი თვითონ დააღწია და გათენებისას დახმარება მეზობლებს სთხოვა.

მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანი სოციალურად დაუცველია. პენსიას და დახმარებას წლობით აგროვებდა. მოხუცი ამბობს, რომ ეს შავი დღისთვის გადადებული ფული იყო და მას ახლა ერთი ლარიც აღარ დარჩა.

კორპუსიდან, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ცხოვრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის შენობები 500 მეტრში, გორგასლის გამზირზე, მდებარეობს.

შენობის პირველ სართულზე სამი ბანკია, რომელთაც სათვალთვალო კამერები აქვთ. თავდამსხმელები ამ კამერებს უნდა დაეფიქსირებინა. ამოღებულია თუ არა კორპუსის გარშემო დამონატაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, უცნობია. თავდასხმიდან ათი დღის შემდეგ მოხუცის საქმე ისევ გაუხსნელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები