26 აპრილი 2024,   23:38
ვრცლად
20 დაღუპული, 80-ზე მეტი დაშავებული - ტერორისტებმა ფილიპინებში ეკლესია ააფეთქეს

ფილიპინებში ქრისტიანულ სალოცავზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ტერორისტებმა კუნძულ ჰოლოზე კათოლიკური ეკლესია ააფეთქეს. პირველი ბომბი ეკლესიაში საკვირაო მესის დროს ამოქმედდა, მეორე აფეთქება კი ადგილზე პოლიციისა და სამხედროების მობილიზებისთანავე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. 80-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

 

დღის ამბები