27 აპრილი 2024,   04:33
ვრცლად
"ჩანაწერი არსებობს, მაგას ვადასტურებ" - ჭიჭინაძე გამოკითხვაზე იმყოფება 

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში შესაძლო გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამ წუთებში სკანდალური განცხადების ავტორი, დავით ჭიჭინაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება. სწორედ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ჭიჭინაძის თქმით, ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი უნდა დასრულდეს და რაც შეიძლება მალე გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. დეპუტატი ამბობს, რომ უწყების ყველა კითხავზე პასუხის გასაცემად მზად არის. 

„ექსპერტი მე არ ვარ, მაგრამ ის, რომ ჩანაწერი არსებობს, მაგას ვადასტურებ და შესაბამისად, FACEBOOK-ზე ამოუვარდათ ჩემი ოჯახის წევრებს. მე მაგიტომ მოვედი, რომ მაქსიმალურად, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო. დამიკავშირდა პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი, იმასაც მივეცი საშუალება, რომ დაკავშირებოდა წყაროს, საიდანაც მე მივიღე ეს და მაქსიმალურად, მე მინდა, რომ უმოკლეს ვადაში იქნეს აღკვეთილი და წყარო იქნეს გადაკეტილი ამის გავრცელების. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ საერთოდ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ვიღაც მაინც უნდა დაისაჯოს ამ საქმიანობის გულისთვის... მე დღეს ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებ და ვერაფერს ვერ დავუკავშირებ, მაგრამ ერთი რამ არის, რომ როდესაც იძაბება ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა, მაშინ იწყება ხოლმე კონკრეტულად და ის ადამიანები, ვინც იბრძვიან, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ადამიანების და სამართლიანობის გულისთვის, იმ ადამიანის წინააღმდეგ ქვეყნდება ხოლმე ეს,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები