27 აპრილი 2024,   05:54
ვრცლად
ცივი შტორმი საფრანგეთში - ქარის სიჩქარე საათში 60 კილომეტრს აღწევს

ცივი შტორმი სახელად "გაბრიელი" დასავლეთ ევროპის ქვეყნებსაც უახლოვდება. საფრანგეთში ქარის სიჩქარემ საათში 60 კილომეტრს მიაღწია. ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ რეგიონებშიც თოვლი მოვიდა.

პარიზში გზებიც მოიყინა, რის გამოც ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. მოსახლეობას მოუწოდებენ ავტომანქანებით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ.

ანალოგიური ვითარებაა მაგისტრალებზეც.  გზებზე სატვირთო მანქანებს გარკვეული პერიოდით გადაადგილება აეკრძალათ.

დღის ამბები