26 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
„თუკი საქართველოს არ ვჭირდებით, მივადგებით ენგურის ხიდს და დავეჩოქებით“ - აქცია დევნილთა სამინისტროში

დევნილებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. იძულებით გადაადგილებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დევნილებისთვის განკუთვნილი სახლები უკანონოდ არის განაწილებული.

აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა დავით სერგეენკო აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე არ ჩასულა.

დევნილები აცხადებენ, რომ თუ მთავრობა დროულად მათ ბინებით არ დააკმაყოფილებს, უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ უკიდურეს შემთხვევაში ენგურის ხიდთან მივლენ და გადასვლას მოითხოვენ.

„თუკი საქართველოს არ ვჭირდებით, ისევ და ისევ მივადგებით ენგურის ხიდს, ვთხოვთ, დავეჩოქებით, რომ გადავიდეთ და ჩვენს კუთხეში მაინც ვიპოვოთ ჩვენი კუთხე,“- განაცხადა დევნილმა, ქეთევან შუბლაძემ.  

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დევნილების ბინებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად განხორციელდება.

დღის ამბები