26 აპრილი 2024,   22:00
ვრცლად
„მილიონებით დაფინანსებული სამოცდასამი ფედერაცია გადაიქცა მოძალადე პოლიტზონდერებად“- შალვა ნათელაშვილი

სპორტის ოლიგარქიზაცია - ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ჭიადობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს.

შალვა ნათელაშვილის აზრით,  მსგავს ფედერაციებს საბიუჯეტო დაფინანსება უნდა შეუწყდეს და  აღნიშნული თანხა მასობრივი სპორტის განვითარებას უნდა მოხმარდეს.  

„სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან ერთად სრული სვლით მიმდინარეობს სპორტის ოლიგარქიზაცია. ბიუჯეტიდან მილიონებით დაფინანსებული სამოცდასამი ფედერაცია გადაიქცა მოძალადე პოლიტზონდერებად, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებად, არჩევნების გამყალბებლებად. მოვითხოვ, სასწრაფოდ შეუწყდეს ყველა იმ ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება და ეს მილიონები წარიმართოს მასობრივი სპორტის განვითარებისათვის. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ, პოლიტიკურ პარტიას შევადგინოთ პოლიტზონდერსპორტსმენთა ერთობლივი შავი სია და ვაცნობოთ საერთაშორისო ფედერაციებს, რათა მათი "დუხი" არ იყოს საერთაშორისო შეჯიბრებებში,“- აცხადებს ნათელაშვილი.

დღის ამბები