26 აპრილი 2024,   22:28
ვრცლად
თავდასხმა ევროპის ჩემპიონზე - ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციული გარიგების შესახებ საუბრობს  

ევროპის ქართველი ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციული გარიგების შესახებ ღიად ალაპარაკდა. ზურა დათუნაშვილი ამტკიცებს, რომ ფედერაციაში პრივილეგირებულ მწვრთნელთა ჯგუფი არსებობს. თუ სპორტსმენი მწვრთნელად ამ დაჯგუფების წევრს ირჩევს, ნაკრებში მოხვედრის გარანტიაც აქვს, წინააღდეგ შემთხვევაში კი თამაშსგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. კორუფცია ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ევროპის ქართველი ჩემპიონი საქართველოდან წასვლაზე ფიქრობს.

ჭიდაობის ფედერაციაში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ საჯარო განცხადება ზურაბ დათუნაშვილმა გუშინ „კვირის აქცენტებში“ გააკეთა. დღეს კი ეს თემა აქტუალური გახდა პარლამენტში. „ევროპულმა საქართველომ“ კორუფციული გარიგებების შესახებ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე, ბიუროს ამ კონფლიქტის მოგვარების საკუთარ ვარიანტს სთავაზობს.

შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად სპორტული დავების არბიტრაჟს ხედავს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ლერი ხაბელოვი დარწმუნებულია, რომ დათუნაშვილი ქვეყანას არ დატოვებს და ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

გამოძიება ევროპის ქართველ ჩემპიონზე თავდასხმის საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ძალადობაში ბრალდებული ფედერაციის პრეზიდენტი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა ამის შემდეგ გამოძიება წინ აღარ წასულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები