27 აპრილი 2024,   04:07
ვრცლად
პოლონეთშსი საქართველოს მოქალაქის მკვლელობას იძიებენ - 45 წლის მამაკაცს ჭრილობა ზურგში ჰქონდა მიყენებული

პოლონელი სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქის მკვლელობას იძიებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი, რომლესაც ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული, ვარშავის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან უცნობმა პირებმა დატოვეს და ადგილიდან მანქანით მიიმალნენ. საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაღუპულს თან ჰქონდა. "კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ზუგდიდის მკვიდრი გიზო ბოჭორიშვილია, რომელიც პოლონეთში უკრაინიდან ერთი კვირის წინ წავიდა. ერთ-ერთი ვერსიით
ქართველია ასევე სავარაუდო მკვლელიც. გავრცელებული ცნობით მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, ეჭვმიტანილი დაღუპულს ღამით მიეპარა და ის მძინარე მოკლა. მომხდარის საქმის კურსშია პოლონეთში საქართველოს საკონსულო.

დღის ამბები