27 აპრილი 2024,   06:44
ვრცლად
ბრიუსელიდან დაბრუნებული პანკისელი პედაგოგები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

ბრიუსელიდან დაბრუნებული პანკისელი პედაგოგები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. ბრიუსელში მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით იყვნენ და ევროკავშირის ინსტიტუციები მოინახულეს.

ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტისას ისინი ოფიციალურ პირებსაც შეხვდნენ და ევროპულ ღირებულებებსა და ინტეგრაციაზე იმსჯელეს.

პედაგოგები ბელგიის საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ესტუმრნენ, სადაც განათლების სისტემასა და სწავლების ევროპულ მეთოდებს გაეცნენ.

„ევროკავშირი გახლავს ჩვენი მთავარი მისწრაფება, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს, შესაბამისად თქვენი ვიზიტი სიმბოლურთან ერთად არის ძალიან შინაარსობრივიც, ვინაიდან თქვენ გქონდათ საშუალება თქვენი თვალით გეხილათ განწყობა ევროპელების საქართველოს მიმართ,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები