27 აპრილი 2024,   00:23
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.  

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინ, დღის ბოლოს, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6461 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6471 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.001 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 2.9996 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0008 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0012 ლარი შეადგინა.

დღის ამბები