05 მაისი 2024,   05:02
ვრცლად
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერება - ინიციატივაზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ 

დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივაზე, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს, დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.

დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის განიხილავენ კანონპროექტს კომიტეტებში.

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მის ინიციატივას მხარს დაუჭერს.

„მე ვფიქრობ, რომ ახალ მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გამოშვებულ მოსამართლეებსაც უნდა ჰქონდეთ შანსი, რომ ისინი გამწესდნენ გარკვეული დროის შემდეგ უვადოდ,“-აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.  

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას მხარს უჭერს ოპოზიციაც, თუმცა მათი აზრით, მორატორიუმის გარდა ასევე აუცილებელია შერჩევის კრიტერიუმის და პროცედურების დაწესება.

„უვადოდ გამწესება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია, მაგრამ მეორეს მხრივ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს, ამ კომპრომეტირებული სისტემის პირობებში, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ნიშნავს, დასამარებას მთელი სასამართლოს იდეისა. ამიტომ აუცილებელია რაღაც მორატორიუმი გამოცხადდეს,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ დროისთვის ეკა ბესელიას ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას ხელს 9 დეპუტატი აწერს.

„სამსჯელოდ შესაძლებელია ეს საკითხი გამოვიდეს და იმსახურებს მსჯელობას, თუმცა რამდენად კონსტიტუციაში ჩაჯდება ეს საკითხი, ანუ კონსტიტუციურ ჩარჩოში მოექცევა და შესაძლებელი იქნება კანონში ცვლილება გამწესების გადავადებასთან დაკავშირებით, რომელიც არ მოვა წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, ამას უკვე ვნახავთ მსჯელობის პროცესში,“-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები