27 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
"რუსთავი 2"-ისთვის ეს შეიძლება დაპირისპირება იყოს, ოპოზიციისთვისაც, თუმცა ფიქრობ, ეს არის ჯანსაღი პროცესი - სესიაშვილი 

„ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მწვავე დაპირისპირებას ჯანსაღ პროცესად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი.

დეპუტატის თქმით, გუნდში განსხვავებული პოზიციები არსებობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

„"რუსთავი 2"-ისთვის ეს შეიძლება დაპირისპირება იყოს, ოპოზიციისთვის, ბუნებრივია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი. დიახ, ჩვენ გუნდის შიგნით ვკამათობთ, გვაქვს განსხვავებული აზრი და ეს არის ნორმალური და სასარგებლო ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის და იმისთვის, რომ ამა თუ იმ საკითხზე, რაც შეიძლება გაფილტრული, დახვეწილი გადაწყვეტილება მივიღოთ. ამიტომ, მე ამის კი არ მეშინია, ამას მივესალმები,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება არა მხოლოდ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამ, არამედ საპენსიო რეფორმამაც გამოიწვია. "ოცნების" დეპუტატების ნაწილის თქმით, ეს ორი საკითხი მათთვის წყალგამყოფია. მმართველი გუნდის ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს. 

დღის ამბები