26 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
რბილად, რომ ვთქვათ ძალიან უჭირს ამ ინიციატივას - გიორგი მიქაუტაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის გადადებაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადება კატეგორიულად მიუღებელია. საბჭოს მოსამართლე წევრები აკრიტიკებენ ეკა ბესელიას ინიციატივას, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილების ინიციატორებმა, ეკა ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან, რომლებიც გასვლით შეხვედრას მართავენ და აღნიშნულ ცვლილებაზე მსჯელობენ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ ცვლილების ინიციატორი დეპუტატები სასამართლოში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

„რბილად, რომ ვთქვათ ძალიან უჭირს ამ ინიციატივას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არის მცდელობა იმის, რომ წარმატებული რეფორმები, რომლებიც განხორციელდა და რეალური შედეგი გამოიღო და არასდროს სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა რაზეც ასევე გვეთანხმებიან ჩვენი ოპონენტები, იმიტომ, რომ გარკვეულ ძალებს არ მოსწონთ გარკვეული პიროვნებები ეჭვქვეშ დადგეს მთელი სისტემა,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების საკითხზე გასვლითი სხდომის ფარგლებში მსჯელობს.

დღევანდელ სხდომაზე განიხილება “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები