27 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
სასამართლო ხელისუფლების კრიზისიდან გამოყვანა - მმართველმა გუნდმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებული შეხვედრა დატოვა

სასამართლო ხელისუფლების კრიზისიდან გამოსაყვანად არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომაგენლები ფართო დისკუსიას, მმართველი გუნდის გარეშე აგრძელებენ. არასამთავრობო სექტორის ინიციატივით დაწყებულ დისკუსია "ქართულმა ოცნების" წარმომადგენლებმა მალევე დატოვეს.

შეხვედრაზე ამ დროისთვის მხოლოდ, თანაგუნდელებთან დაპირისპირებული ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე რჩებიან. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ის, რომ ქვეყანას გამართული სასამართლო დარჩეს.

„ყველას ჰქონდეს ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული, ვინ შეელევა თანამდებობას თუ ვინ არ შეელევა ამ ყველაფერზე მაღლა დგას საქვეყნო სახალხო ინტერესი,“-ამბობს ბესელია.

მანამდე კი შეხვედრა ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა დატოვა. ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სასამართლო დამოუკიდებლობაზე საუბარი ყველა იმ პოლიტიკოსთან ერთად, რომელიც  წინა ან არსებული ხელისუფლების დროს სასამართლოს რეპრესიული მმართველობის ავტორი ან ხელშემწყობი იყო.

„სასამართლო დამოუკიდებლობაზე შეუძლებელია ვსაუბრობდეთ,როგორც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან ასევ  "ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ „ქართულ ოცნებასთან,“-თქვა აქტივისტმა.

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივაა დაისახოს კონკრეტული გეგმები და გადავიდნენ მოქმედებაზე.

აარჩიო მოდელად ყველაზე დიდი ანტიგმირი ჩემთვის გაუგებარია... რატომ გვეცხადება ივანიშვილი და რატომ გვეუბნება რომ ვიღაცა მურუსიძე, ვიღაც ის, ვიღაც ეს არის ეტალონი თანამედროვე ქართული სასამართლოსი, რა ჯიბრი და ზიზღია ეს საზოგადოების“-ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით კი, ხელისუფლების მხრიდან ნათლად ჩანს არაფორმალური მმართველობის მონოპოლიზაცია მართლმსაჯულებაზე. დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გაუგებარი რეპლიკებით დარბაზი,  სწორედ ამიტომ დატოვეს.

შეხვედრაში მონაწილეობენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. ელენე ხოშტარიას განცხადებით,  ხელისუფლებამ, უნდა გაითავისოს, რომ როგორც კი სასამართლოზე გავლენის მოხდენას შეეცდება, მას კედელი დახვდება. ხოშტარიას თქმით, მან სამოქალაქო საზოგადების ინიცირებულ შეხვედრაზე სწორედ ამ კედლის ჩანასახი დაინახა.

დღის ამბები