27 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთთან მჭიდრო კავშირებს ეძებენ, მოსკოვი ახსენებს, რომ გეოპოლიტიკურ ორბიტას არ დაატოვებინებს - ფორუმის ანგარიში მიუნხენის კონფერენციის წინ

ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს ეძებენ, მოსკოვი რეგულარულად ახსენებს, რომ საკუთარ გეოპოლიტიკურ ორბიტას არ დაატოვებინებს - ამის შესახებ  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ ფორუმის ანგარიშში წერია.

ფორუმის ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოში უსაფრთხოების ძირითადი ტენდენციების შესახებ არის საუბარი. ერთ-ერთ მთავარი თემაა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა. დოკუმენტში, სადაც რამდენიმე ათეული გვერდი სწორედ რუსეთს ეხება, ნახსენებია საქართველოც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთში ინტეგრაციას ცდილობენ ამის საშუალება არ მისცეს.

“მსგავსი ვითარება ძვირი უჯდება რეგიონის ქვეყნებს. პოლიტიკური პროცესები აქ შეფერხებულია ან უკუსვლას განიცდის, რამაც ხელი შეუწყო სუსტი და არასტაბილური მმართველობის დამკვიდრებას,”-წერია დოკუმენტში.

საერთაშორისო კონფერენცია მიუნხენში 15-17 თებერვალს ჩატარდება.

დღის ამბები