27 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
მექსიკის საზღვრის ლითონის ღობის მონტაჟს მილიარდ 375 მილიონი დოლარი მოხმარდება

შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრის დაცვის საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. რესპუბლიკელებისა და დემოკრატების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მიღწეული შეთანხმება მათ მორიგი "შათდაუნის" თავიდან აცილებაში დაეხმარება. დოკუმენტში გათვალისწინებულია მილიარდ 375 მილიონი დოლარი, რომელიც მექსიკის საზღვრის 88 კილომეტრიან მონაკვეთზე ლითონის ღობის მონტაჟს მოხმარდება.

დოკუმენტს კონგრესისა და პრეზიდენტის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია მოაწერს, თუ არა მას ხელს დონალდ ტრამპი. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მექსიკის საზღვარზე კედელს მაინც ააშენებს.

დღის ამბები