27 აპრილი 2024,   00:50
ვრცლად
ნატოში ​სკოპიეს გაწევრიანება ძლიერი სიგნალია ყველა ასპირანტისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მადელეინ მუნი 

ნატოს შტაბბინაში ხვალ თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება და მას ახალი წევრი, ჩრდილოეთ მაკედონია პირველად დაესწრება. მას ხმის უფლება ჯერ არ აქვს, რადგან გაწევრიანების შესახებ ხელმოწერილი პროტოკოლის რატიფიცირება ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს.

რამდენად მნიშვნელოვანია ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის - ამის შესახებ "კურიერის" შეკითხვას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მადელეინ მუნმა წერილობით უპასუხა.

ის ამბობს, რომ სკოპიეს გაწევრიანება ნატოში ძლიერი სიგნალი და სტიმულია ყველა ასპირანტისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც.

მადელეინ მუნის შეფასებით, ამით ნატო ამტკიცებს, რომ გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ ნატოს მოკავშირეები და ასპირანტი სახელმწიფოები, მესამე მხარეს კი ჩარევის უფლება არ აქვს.

დღის ამბები