27 აპრილი 2024,   04:05
ვრცლად
შესამოწმებელია არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში - ოხანაშვილი მოსამართლეები უვადოდ დანიშვნის გადავადებაზე

დაპირისპირება მმართველ გუნდში მწვავდება. მიზეზი ამჯერად ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტია, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებას გულისხმობს. 

ბესელია და მისი თანამოაზრეები იურიდიული კომიტეტის იუსტიციის საბჭოს ფილიალად გადაქცევაზე საუბრობენ, საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. უმრავლესობა კი ამბობს, რომ ბესელიას ინიციატივას, საფუძვლიანი განხილვა სჭირდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არ მოითხოვეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და თუ არ მოითხოვეს, რატომ არ აცდიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ამ საკითხზე საფუძვლიანი პოლემიკის გამართვას.

ოხანაშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტი ირგვლივ ბევრი რამ უნდა გადაიხედოს.

„ემსახურება თუ არა ეს კანონპროექტი უკეთესი სასამართლო სისტემის შექმნა-გაძლიერებას ეს არის შესამოწმებელი და შესამოწმებელია, კონსტიტუციურობის ტესტი, რაც ნიშნავს არის თუ არა ეს კანონპროექტი კონსტიტუტციასთან შესაბამისობაში. დავანებოთ თავი მოთხოვნებს, ულტიმატუმებით საუბარი არ შეიძლება, გადავიდეთ საქმიან ფორმატზე,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ არსებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

დავით მათიკაშვილი ფიქრობს, რომ პირველ რიგში უნდა გაირკვეს, კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამო ხომ არ არის.

ვანო ზარდიაშვილი კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მან უკვე განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს ხელს პირველკურსელი იურისტიც კი არ მოაწერდა და ის არაკონსტიტუციურია.

კანონპროექტი ეკა ბესელიამ დაარეგისტრირა, ის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას გულისხმობს. კანონპროექტს ხელი ბესელიას გარდა რვა დეპუტატმა მოაწერა.  

დღის ამბები