27 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
მოსკოვის სასამართლომ ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები წინასწარ პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის სასამართლომ ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 8 სამხედრო ციხეში 24 აპრილამდე დარჩება.

24 უკრაინელი მეზღვაური, სამ გემთან ერთად, რუსებმა 25 ნოემბერს შავ ზღვაში დააკავეს. მოსკოვი მათ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონო შესვლას ედავება.

ამ თავდასხმის გამო რუსეთი საერთაშორისო გაერთიანებამ მკაცრად გააკრიტიკა და მეზღვაურების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა.

დღის ამბები