27 აპრილი 2024,   00:35
ვრცლად
69 წლის პოლ​ მანაფორტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

პოლ მანაფორტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მოსამართლის დადგენილებით, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა საპროცესო გარიგება დაარღვია და განზრახ მოატყუა FBI, სპეციალური პროკურორი და ნაფიცმსაჯულთა კომისია.

მოსამართლის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ მანაფორტმა სამ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით იცრუა, მათ შორის რუს პოლიტიკურ კონსულტანტთან კონსტანტინ კილიმნიკთან კავშირებზე.

მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 69 წლის მანაფორტს, რომელიც უკვე 8 თვეა პატიმრობაში, შესაძლოა უფრო მკაცრი სასჯელი გამოუტანონ ან ახალი ბრალდებებიც წაუყენონ.

დღის ამბები