03 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერება - ეკა ბესელია თანაგუნდელებს პასუხობს

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერება - „ქართული ოცნების“ წევრი, ეკა ბესელია თანაგუნდელებს პასუხობს.

მისი თანამოაზრეების საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხად დეპუტატი განმარტავს, რომ კანონპროექტის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვა აუცილებელია. სწორედ ამიტომ დაიწყო ეკა ბესელიამ ხელმოწერების შეგროვება.

ეკა ბესელია ამბობს, რომ მას ყველა კითხვაზე პასუხი აქვს და მზად არის კანონპროექტის შესახებ სათანადო არგუმენტებით უპასუხოს თანაგუდენელბს.

დეპუტატი განმარტავს, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით შეჩერების მექანიზმი უნდა ამოქმედდეს. 

„ვინც ამბობს, რომ არ სმენია ამ ინიციატივის შესახებ, არ არის გულწრფელი. ამ ინიციატივაზე მე ორჯერ ვისაუბრე უმრავლესობის სხდომაზე, მე დავსვი ეს საკითხი ორჯერ და ორივეჯერ პარტიის თავმჯდომარე მას დაეთანხმა. თუ ახლა ანრი ოხანაშვილი ზარდიაშვილთან უფრო მეტად ანგარიშვალდებულია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარესთან, ეგ მათ გაარკვიონ ერთმანეთში, ეს არ არის ჩემი გასარკვევი თემა. ჩვენ თავად ჩვენს გადაწყვეტილებაზე გეტყვით მაშინ, როგორც კი ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ. ამ გადაწყვეტილების ფორმირების თუ მიღების პროცესში ვართ, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, ამ იდეებისთვის ბრძოლად როგორ ვაგრძელებთ, ამას ჩვენ აუცილებლად გეტყვით უახლოეს პერიოდში,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები