27 აპრილი 2024,   06:42
ვრცლად
97 წლის ედინბურგის პრინცს ერთი თვის წინ მომხდარი ავარიის გამო აღარ გაასამართლებენ

ბრიტანეთის დედოფლის მეუღლეს ერთი თვის წინ მომხდარი ავარიის გამო აღარ გაასამართლებენ. ეს გადაწყვეტილება ინგლისის პროკურატურამ მიიღო. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მათ გაითვალისწინეს ედინბურგის პრინცის ასაკიც და ის ფაქტიც, რომ მან მანქანის მართვის მოწმობა ნებაყოფლობით დათმო.

97 წლის ფილიპი თავად იჯდა საჭესთან, როდესაც მისი Land Rover საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას დაეჯახა. ავარიის შედეგად დედოფლის მეუღლე არ დაშავებულა, თუმცა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მეორე მანქანაში მყოფმა ორმა ქალმა მიიღო. პრინცმა მათ მომხდარისთვის ბოდიში მოუხადა. 

დღის ამბები