26 აპრილი 2024,   21:39
ვრცლად
"პრეზიდენტმა გარკვეული ფორმით უნდა მიიღოს უსაფრთხოების საბჭოში მონაწილეობა" - გაბუნია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირებას უარყოფს 

პრეზიდენტს უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სურს - საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები დაიწყო. დღეს პირველი შეხვედრა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან ჰქონდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითხოვს კანონპროექტში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ექნება უფლებამოსილება უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პოზიციები შეაჯერეს. გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში გარკვეული ფორმით მონაწილეობა უნდა მიიღოს. 

„ჯერ არანაირი დაპირება ჩვენ არ მიგვიღია, ეს არის პირველი შეხვედრა კონსულტაცია, რომელზეც საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ და შევაჯერეთ პოზიციები. აქვე მინდა უბრალოდ დავაფიქსირო ეს პოზიცია, რამდენადაც დაპირისპირება მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არ არსებობს. აქვე გავიმეორებ იმას, რომ პრეზიდენტმა გარკვეული ფორმით უნდა მიიღოს უსაფრთხოების საბჭოში მონაწილეობა, თუცა ვათვიცნობიერებთ იმას, რომ ეს არ არის პრემიერთან არსებული სათათბირო ორგანო და ვიაზრებთ იმასაც, რომ გარკვეულ უხერხულობას შექმნის კიდეც პრემიერის სათათბირო ორგანოში პრეზიდენტის, როგორც წევრის მონაწილეობა. თუმცა, ჩვენი პოზიცია არის ცალსახა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გარკვეული ფორმით მიიღოს მონაწილება უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში,“ - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

დღის ამბები