05 მაისი 2024,   06:11
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაცია უკვე მიუნხენშია, რომლის შემადგენლობაში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები არიან. იგეგმება მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა რამდენიმე თემატურ დისკუსიაზე.

კონფერენციის ძირითადი საკითხები კი, წელს ევროკავშირის გაძლიერებასა და ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას უკავშირდება.

მიუნხენის კონფერენციაზე წელს მსოფლიო ლიდერების უპრეცედენტო რაოდენობას ელოდებიან. მასში 35-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური  მიიღებს მონაწილეობას.

„კონფერენციის ფარგლებში იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. განსაკუთრებით გამოვყოფდი აშშ-ს თავდაცვის მდივანთან შეხვედრას. ხაზს გავუსვამთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელებას. ნატოს ფარგლებში , საერთაშორისო მისიებში ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა იქნება ასევე განხილვის საგანი,“-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დღის ამბები