27 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
"დაწესდეს დაუყოვნებლივ სავიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისათვის" - ნათელაშვილი ირანის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

"ლეიბორისტული პარტია” ირანის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც როუჰანი აცხადებს, რომ ამიერკავკასია ეკუთვნოდა ირანს და 205 წლის წინ ტერიტორია დაკარგა.

შალვა ნათელაშვილი საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

პარტიის ლიდერის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო და ირანის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეთ.

„ირანის პრეზიდენტმა როუჰანმა ფაქტიურად ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა საქართველოს მიმართ. განაცხადა, რომ ამიერკავკასია, შესაბამისად საქართველო, ეკუთვნოდა ირანს და 205 წლის წინ ეს ტერიტორიები მან დაკარგა. გამოძახებული იქნას ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადაეცეს შესაბამისი საპროტესტო ნოტა. დაწესდეს დაუყოვნებლივ სავიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისათვის,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები