26 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
"თიბისი ბანკი" სებ-ის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

TBC ბანკი ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით თიბისი ბანკმა სარჩელი უკვე შეიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას TBC ავრცელებს.

TBC ეროვნული ბანკის პოზიციას არ ეთანხმება, რომლის მიხედვითაც 11 წლის წინ ტრანზაქციებით ბანკმა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობა დაარღვია.

„დღეს, თიბისი ბანკმა სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

„თიბისი ბანკი აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები