27 აპრილი 2024,   01:43
ვრცლად
ნატო ევროპაში რუსეთის ბირთვული რაკეტების რაოდენობის გაზრდისთვის ემზადება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში რუსეთის ბირთვული რაკეტების რაოდენობის გაზრდისთვის ემზადება.

განცხადება ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მიუნხენის რიგით 55-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

იენს სტოლტენბერგმა რუსეთი საშუალო და ახლო რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ოფიციალურ მოსკოვს, რომ ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდეს.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმითვე, შეთანხმება, რომელსაც პატივს მხოლოდ ერთი მხარე სცემს, ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ის მხოლოდ ცარიელი ფურცელი ხდება.

დღის ამბები