26 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
ქურდობის მცდელობისთვის 1 არასრულწლოვანი და 2 წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ი.ო. და წარსულში ნასამართლევები - 1989 წელს დაბადებული შ.ხ., 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შ.ხ.-მ და ვ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში, ავტომანქანიდან სარკეების ქურდობა სცადეს. ო.ი.-მ კი კახეთის გზატკეცილის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვა სცადა," - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები