27 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
"საპატრიარქო თანახმაა, მამა ნიკოლოზმა მსჯავრდებული დეკანოზი აზიაროს" - მამა ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქო თანახმაა, მამა ნიკოლოზმა მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე, აზიაროს.

ეს განცხადება მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდა.

პატრიარქის მოსაყდრე შიოსთან ყველაზე დაახლოებული სასულიერო პირი მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს დღეს კლინიკაში ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

„მოძღვარი, რომელიც ჩათვლის შესაძლებლად, რომ აზიაროს მისი სულიერო მდგომარეობიდან, აღსარებიდან გამომდინარე, არანაირი შეზღუდვა არ არის. ნებისმიერ სასულიერო პირს, იქნება ეს მღვდელი თუ მღვდელმთავარი, შეუძლია, რომ აზიაროს,“ - ამბობს მამა ანდრია.

ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ემოციური ფონი ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

„მე ველოდებოდი, უფრო ისეთი სურათი იხატებოდა, რომ მეგონა, ვითარება გაცილებით მძიმე იყო. საკმაოდ ენერგიულად არის მამაო. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას, როგორც საშუალოს, თუმცა, წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ, როგორც მძიმეს,“ - ამბობს მამა ანდრია. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იშემიური შეტევით მიიყვანეს.

დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები, თუმცა, ექიმები ინსულტის კერას ჯერჯერობით ვერ პოულობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები