26 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
ბარსელონაში კატალონიის დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას და რეგიონის დამოუკიდებლობას ითხოვენ

მასშტაბური საპროტესტო აქცია ბარსელონაში - კატალონიის დაკავებული ლიდერების გათავისუფლებისა და რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, მათ შორის კატალონიის პრეზიდენტი და პარლამენტის სპიკერი.

დემონსტრანტების განცხადებით, თვითგამორკვევა დანაშაული არ არის და ოფიციალურმა მადრიდმა რეგიონის ყოფილი ლიდერები პოლიტიკურ პატიმრებად აქცია.

12 ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და სავარაუდოდ, სამ თვეს გაგრძელდება.

დაკავებულებს ამბოხისთვის 25 წლამდე პატიმრება ემუქრებათ. 

დღის ამბები