26 აპრილი 2024,   23:21
ვრცლად
"ვუსურვებ, რომ მან შეძლოს, თავისი სიმართლე დაადასტუროს" - მეუფე გრიგოლი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს ეხმაურება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი იმედს გამოთქვამს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სიმართლე ევროსასამართლოში აუცილებლად დამტკიცდება.

მღვდელმთავარი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ევროპის სასამართლო ერთადერთი სწორი არჩევანია, სადაც შეიძლება, მამა გიორგი მამალაძემ სამართალი იპოვოს.

„ის გზა, რაც მათ აირჩიეს ევროპულ სასამართლოში, ეს არის ერთადერთი სამართლებრივი გზა, სწორი არჩევანი და ამის იქით გზა აღარ არსებობს. მერე უკვე ღმერთს უნდა მიენდონ ადამიანები. შენ გააკეთე, რაც შენ შეგიძლია, მაგრამ დანარჩენად ღმერთს უნდა მიენდო. თუმცა, მე ვუსურვებ, რომ მან შეძლოს, თავისი სიმართლე დაადასტუროს,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

დღის ამბები