27 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
"ყვითელი ჟილეტების" აქტივისტები საპროტესტო ტალღის დაწყების სამ თვეს აღნიშნავენ

პარიზში მოძრაობა ყვითელი ჟილეტების აქტივისტები საპროტესტო ტალღის დაწყების სამ თვეს აღნიშნავენ.

ათასობით დემონსტრანტი დედაქალაქის ქუჩებში კვირა დღეს პირველად გამოვიდა. ისინი სამ სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ, მათ შორის, ტრიუმფალური თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მორიგი არეულობის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ პარიზის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ელისეს მინდვრებზე, პოლიციის დამატებით ძალებთან ერთად, ჯავშანმანქანებიცაა მობილიზებული.

გუშინდელ აქციაზე შეტაკების დროს სამართალდამცველებმა 30-მდე მომიტინგე დააკავეს.

დღის ამბები