27 აპრილი 2024,   02:15
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში აქცია გამართეს და ბათუმში უკანონო მშენებლობები გააპროტესტეს

სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში აქცია გამართეს და ბათუმში უკანონო მასობრივი მშენებლობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, მერიამ უნდა შეწყვიტოს მასობრივი მშენებლობა, რადგან ეს დააზიანებს საკურორტო ქალაქის იერსახეს.

„ვაპროტესტებთ ბათუმის ჩაბეტონებას, ბათუმში უკანონო მშენებლობებს, ბულვარის განადგურებას. ხელისუფლების, ერთი მხრივ, წაყრუებას და მეორე მხრივ, აშკარა კორუფციულ გარიგებებს, რომლებსაც წლებია, ადგილი აქვს ბათუმის შემთხვევაში,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. 

  

დღის ამბები