07 მაისი 2024,   05:47
ვრცლად
"საკითხის გაპოლიტიზირებით შეცდომაში შევიყვანთ საზოგადოებას" - მდინარაძე TBC-ის საქმეზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე TBC ბანკის ირგვლივ პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებების გაკეთებას გამოძიებისთვის დამაზიანებელს უწოდებს. 

მამუკა მდინარაძის თქმით, კითხვები საზოგადოებასაც და პოლიტიკოსებსაც საგამოძიებო უწყებებთან უნდა ჰქონდეთ. მდინარაძე ამბობს, რომ ფინანსურს ინსტიტუტებს მოფრთხილება სჭირდება, თუმცა საზოგადოება გამოძიების შედეგებზე უნდა იყოს ორინტირებული.

„თუ ჩვენ ზედმეტ პოლიტიზირებას მოვახდენთ, შეცდომაში შევიყვანთ საზოგადოებას და სამართალდამცველი ორგანოებისა და საზოგადოების შესაბამის ინტერესებსაც არსებითად დავაზიანებთ. მთავარი კითხვები, რომელიც სამართალწარმოებასთან არის დაკავშირებული, უნდა მივმართოთ გამოძიებისკენ და მის შედეგებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რაც შეეხება ფინანსურ ინსტიტუტებს, მას უნდა მოვუფრთხილდეთ,“ - აცხადებს მდინარაძე.  

"კურიერმა" ექსკლუზიურად მამუკა ხაზარაძის ის წერილი  მოიპოვა, რომელიც "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა თანამშრომლებს ელქტრონულად დაუგზავნა. ელექტრონული შეტყობინებაში, რომლის ნამდვილობაც "კურიერმა" რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა, მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილსა და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები